ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს.

როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის უწყებას ყოველდღიური კომუნიკაცია ექნება ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც ვაქცინაცია მოხდება, რათა შესაძლო საფრთხეების მინიმირება მოხდეს.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *