ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა

  • ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ინფორმაციას ჭარნალში ხელვაჩაურის მერის რწმუნებული ადასტურებს.

მეზობლების თქმით, კაცის მეორე შვილმა, გოგომ და დედამ გაქცევით გადაირჩინეს თავი.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *