ფორბსის მიხედვით, ავთანდილ ცქვიტინიძე ყაზახეთში მაღაზიების ქსელის გახსნაზე მუშაობს. პარალელურად, ახალი ხაზი აქვს-ლუქს მომხმარებლისთვის ქმნის ავეჯს, რომელიც ძვირადღირებული იქნება და უფრო რთულია, ვიდრე პიჯაკების შეკერვა.
პარალელურად, მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდი AVTANDILI ალმაათშიც გამოჩნდება. თუმცა, ცქვიტინიძეს საქართველოში 5 მაღაზია და ფაბრიკა აქვს, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა. შემდეგ პანდემიური ცხოვრებით იცხოვრა და ახლა ისევ უბრუნდება წარმატებულ გაყიდვებს.
ცქვიტინიძის მთავარი სამოდელო ოფისი მილანშია, ბევრ ქვეყანაში წარმოდგენილია შერეულ მაღაზიებში. მისი შემკვეთები არიან ევროპის ქვეყნები, აზიაში ყაზახეთი, იაპონია. იღებენ შეკვეთებს არაბული ქვეყნებიდან, აშშ-დან. გამოდის, რომ “ავთანდილი” სერიოზული ექსპორტიორია.
ფორბსის ინტერვიუში ცქვიტინიძე ამბობს, რომ ინტერიერის დიზაინითაც არის დაინტერესებული, ხატავს კიდეც. თუმცა, ძირითად დროს მომავალი წლის ზამთრის კოლექციის შექმნას და ალმაათში მაღაზიების ქსელის გახსნას უთმობს…