ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

აღნიშნულის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294.  არჩევნებში მონაწილეობა  2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან:

  •  ქართული ოცნება;
  •  კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა;
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა;
  •  ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!;
  •  გახარია საქართველოსთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შესაბამისად ახლადარჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 150  წევრისაგან.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარება. არჩევნები რომ კარგად ადმინისტრირებული იყო, დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“ (EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობით  26 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად გამოიყენა ასეთი ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები და სწორედ ამან მისცა ადმინისტრაციას საშუალება, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში წარედგინა წინასწარი პირველადი შედეგები. არჩევნების დღემ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და პროცესის დაგეგმარება/ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. აპარატებმა იმუშავეს გამართულად და ამომრჩეველიც ადვილად ადაპტირდა ახალ ტექნოლოგიებთან.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, არჩევნებში მონაწილე 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით, შედგა და ყველა წინასწარი დასკვნით თუ მონაცემით, ტექნოლოგიური არჩევნების მართვა განხორციელდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები დამკვიდრდა. შემაჯამებელი ოქმი შედგა, ხელმოწერილია და შესაბამისად, არჩევნები დასრულდა. შესაბამისი დოკუმენტაცია გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მანდატების რაოდენობის შესახებ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით.

პარტიის  სახელიმიღებული ხმების რაოდენობა%მიღებული მანდატების რაოდენობა
3 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”  38920.19% 
4კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა 22916111.03%19
5„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”21121610.17%16
6„ევროპელი დემოკრატები”79550.38% 
8„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”505992.44% 
9„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”1829228.81%14
10საქართველოს ლეიბორისტული პარტია151030.73% 
12„ჩვენი გაერთიანებული საქართველო”18450.09% 
16„შეცვალე საქართველო”125280.60% 
17 „საქართველო”27800.13% 
20 თავისუფალი საქართველო41450.20% 
21 ტრიბუნა24830.12% 
23„ჩვენ”25930.12% 
25„გახარია საქართველოსთვის”1615217.78%12
26„მემარცხენე ალიანსი”12600.06% 
27ქართველ ერთობა45000.22% 
36„გირჩი”622233.00% 
41ქართული ოცნება112005353.93%89

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *