- ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის შენობის წინ “ალტ-ინფოს” წარმ. ომადგენლების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.
“იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა ევროკავშირის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომელიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობების წინ, დასჯადი გახადა და, რა თქმა უნდა, იყო განცხადებაც შსს-სი, რომ ყველა, ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, სათანადოდ იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი…”-განაცხადა პაპუაშვილმა.