- უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა დაიღუპა.
„უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მარიოპოლში, გმირულად დაიღუპა უვაჟკაცესი კაცი, პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა! ბახვა იყო საქართველოს ყველა ომის მონაწილე, დიდებული მებრძოლი და ქვეყნისთვის თავდადებული მეომარი!ვუსამძიმრებ მის ოჯახს,მეგობრებს,თანამებრძოლებს, „აზოვის“ დანაყოფს და მთელ საქართველოს!“- წერს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა „ფეისბუქში“.