- საქართველოში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 586 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 595 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 813, „პისიარ“ ტესტით – 18 782.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 10,95%, ბოლო შვიდი დღის – 10,97%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 510 941 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 442 956 გამოჯანმრთელდა, 6 723 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 93 8705 ადამიანი, დღიურად აცრილია 28 555.
კარანტინის რეჟიმშია 74, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 273 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 499 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა – 602, იმერეთი – 638 ქვემო ქართლი – 249, შიდა ქართლი – 272, გურია – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 298, კახეთი – 471, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.