საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 553 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 242, „პისიარ“ ტესტით – 17 311.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,75%, ბოლო 14 დღის – 6,28%, ბოლო შვიდი დღის – 6,92%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა – 438, იმერეთი – 270, ქვემო ქართლი – 152, შიდა ქართლი – 132, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 139, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *