- საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 869 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 394 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 104, „პისიარ“ ტესტით – 20 290.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,03%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო შვიდი დღის – 6,15%.
სულ აცრილია – 398 454 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 673.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 963 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 564 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 123, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 111, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.