საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 591 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 606 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 693, „პისიარ“ ტესტით – 9 913.

სულ აცრილია – 272 810 ადამიანი, დღიურად აცრილია 3667.

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 961 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 837 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარა – 54, იმერეთი – 125, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 32, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 72, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *