- საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 861 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 944, „პისიარ“ ტესტით – 14 525.
სულ აცრილია – 245 380 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 792.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 612 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 579 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 22, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 37, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.