- საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 657 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ქვეყანაში ჩატარდა 28 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 354, „პისიარ“ ტესტით – 13 239.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 41, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.