- საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 945 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 350 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 359, „პისიარ“ ტესტით – 13 991.
სულ აცრილია – 221 156 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 302.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 926 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 602 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 50, შიდა ქართლი – 40, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.