საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა  24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 117 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 477, „პისიარ“ ტესტით –  5 640.

ქვეყანაში სულ აცრილია 173 345 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 119.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 428 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 627 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 21, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 3, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28 კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *