- საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 201 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 288 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 505, „პისიარ“ ტესტით – 9 783.
ქვეყანაში სულ აცრილია 172 216 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 884.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 15, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.