- საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 603 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 444, „პისიარ“ ტესტით – 12 159.
სულ აცრილია – 149 191 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 251.
კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 541 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 639 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარა – 82, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 67, შიდა ქართლი – 33, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 88, კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.