საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 225 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 783, „პისიარ“-ტესტით – 2 102.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,25%, ბოლო 14 დღის – 8,23%, ბოლო შვიდი დღის – 5,42%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 642 242 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 599 511 გამოჯანმრთელდა, 16 671 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 842 541 აცრა, დღიურად აცრილია 130.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *