- საქართველოში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 507 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 311 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 203, „პისიარ“-ტესტით – 2 108.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,72%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო შვიდი დღის – 5,54%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 641 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 598 286 გამოჯანმრთელდა, 16 663 კი, გარდაიცვალა.