- საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 201 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 281, პისიარტესტით – 13 920.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,23 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,5 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 286 406 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 084 გამოჯანმრთელდა, 3 849 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 229, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 314 პირი.