საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 653 ტესტი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4128 ახალი შემთხვევიდან, სამეგრელოს რეგიონში 334 გამოვლინდა. თბილისში 1540. აჭარაში 494, იმერეთში 462.

დანარჩენ რეგიონებში მონაცემები ასე ნაწილდება: კახეთი 361, ქვემო ქართლი 312, შიდა ქართლი 274, გურია 119, მცხეთა-მთიანეთი 102, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 31.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *