საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტოტრანსპორტის იმპორტი შეიზღუდება

  • საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებს 2024 წლის 1 იანვრიდან, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს კი სავარაუდოდ 2025 წლის 1 იანვრიდან შეეხებათ. შეზღუდვა არ გავრცელდება ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულ, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *