- საქართველოს ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, 22 აპრილს გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.