- საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოშიო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.
“გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, Wanderlust-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ხმის მიცემის დროს, ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს. ხმის მიცემა დაიწყო და გაგრძელდება 18 ოქტომბრამდე.
საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერს: https://wanderlustmagazine.typeform.com/to/cH26XO02
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust ყოველწლიურად მართავს კონკურსს და საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ.“-აღნიშნულია ინფორმაციაში.