საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

“წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული რ.შ. და 2000 წელს დაბადებული ს.შ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 18-260-ე, 273-ე პრიმა და 18-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *