- ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის გადადება არ შეიძლება. ამის შესახებ სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, სადაც აზიარებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მინიტორინგის თაობაზე ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას.
„დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით! #გადაიყვანე“, – წერს სანდრა რულოვსი „ფეისბუქზე“.