- საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნის შესახებ, რუსეთის პირდაპირი შეკვეთაა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„მშრალი ფაქტი -„ოცნება” ითხოვს უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნას. ამ ქართველებს შორის არიან დავით არახამია – ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, გენერალი ლორთქიფანიძე – კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, რომლის მთავარი ფუნქციაც რუსი ჯაშუშების დაჭერაა (მაგალითად, გუშინ მან დააკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი, რომელიც რუსებს აწვდიდა ინფორმაციას), ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მთავარი კოორდინატორია რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვისა და ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის. მეც ვრჩები რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა დატყვევებული ვყავარ პუტინს აქ. ახლა ყველა დაფიქრდით, არის თუ არა ეს მოთხოვნა პირდაპირ რუსეთის შეკვეთა?!“- დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.