- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით მხოლოდ ტრაილერებისთვის აიკრძალა.
უწყების ცნბით, რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობს. ტრაილერებისთვის მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითის სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამებტმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რაც ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.