რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა – რა ვითარებაა პარლამენტთან

რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა - რა ვითარებაა პარლამენტთან

პარ­ლა­მენ­ტთან ამ დრო­ის­თვის 11 კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან შეკ­რე­ბილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა და სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ღამე კარ­ვებ­ში გა­ა­თე­ნა.

მა­თი­ვე თქმით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან კარ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ კარ­ვე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, გზის სა­ვალ ნა­წილ­ზეც გან­თავ­სდეს.

რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, დღეს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი კარ­ვე­ბიც გან­თავ­სდე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, პარ­ლა­მენ­ტის წინ ოპო­ზი­ცი­ამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია და მსვლე­ლო­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით: “მსვლე­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ გა­ი­მარ­თა.

აქ­ცი­ის პა­რა­რე­ლუ­რად სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა და პარ­ტი­ებ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან კარ­ვე­ბი გა­ნა­თავ­სეს.

ამას­თან, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კარ­ვე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­შა­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცეს, რომ კა­რა­ვი გო­ნივ­რულ ვა­და­ში აი­ღონ. დღის ბო­ლოს, გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი კა­რა­ვი აი­ღეს, თუმ­ცა, გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­რავს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად კვლავ გაშ­ლი­ან.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *