- პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.