- “ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი განახორციელა, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესრულებულ პირდაპირ ავიარეისს.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დასვა თავისი არასასურველი რეისი თბილისში. არა ფრენებს რუსეთში“, – დაწერა პრეზიდენტმა.