- პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს, მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
ცერემონიალს ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის სხვა წევრები და პარლამენტარები.
ცერემონიალს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.