- გაფართოებული ტესტირების ფონზე, დადებითობის მაჩვენებელი გვეუბნება, რომ შესაძლებელია ნაბიჯები დაწესებულ შეზღუდვათა შემსუბუქებისკენ გადაიდგას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება, რომ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. შემსუბუქებები თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იყო. გარკვეული შემსუბუქება იყო საახალწლოდ, შემდეგ ისევ გამკაცრდა. ითქვა, რომ იანვარში მდგომარეობას დავაკვირდებოდით. მაშინვე გამოცხადდა, რომ 1-ელი თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები იქნებოდა. ეპიდსიტუაცია სრულად დამშვიდებული არ არის, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის. სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამიტომ თანდათანობით შემსუბუქებები მიმდინარეობს”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რისკი ყველა შემსუბუქებას მოჰყვება, თუკი საზოგადოება კვლავ არ შეიქმნის ილუზიას, რომ კორონავირუსი დამარცხდა. გამყრელიძე იმასაც ამბობს, რომ პატარა საქართველოსთვის ინფიცირების 400-500 შემთხვევა მნიშვნელოვანია.