პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს არ უერთდება

  • პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს არ უერთდება. როგორც პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, პარტია აგრძელებს ბრძოლას ყველა ტრიბუნის, ყველა საშუალების გამოყენებით, ქუჩაშიც და პარლამენტშიც.

“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვაქვს წინ ვეტოს საკითხი, ოფშორების კანონის ვეტოს საკითხი. კიდევ რა რუსული კანონები გვაქვს წინ, ამ ხელისუფლების ტვინში რა მავნებლობა და ღალატი მოიხარშება, ჯერ არ ვიცით. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი ყურადღებადა, ბრძოლა გვმართებს ყველგან, პარლამენტშიც და მის გარეთაც“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *