- მეათე მოწვევის პარლამენტის მესამე საგაზაფხულო სესია, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები იმართება.
საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.