- პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღევანდელი ბიუროს სხდომით დაიხურა.
“დღეს, გახლავთ ივნისის ბოლო პარასკევი. როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციით ივნისის ბოლო პარასკევს იხურება საგაზაფხულო სესია, პარლამენტიც. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.