- საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარლამენტის წევრის ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი წელიწადში ორჯერ, – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე იკრიბება.