- 2021 წლის გრემის დაჯილდოება ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო.
პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოება 31 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ ლოს-ანჯელესში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო ორგანიზატორებმა თარიღი შეცვალეს. ცერემონია 14 მარტს გაიმართება.
“მუსიკალურ ინდუსტრიაში მომუშავე ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და დაცულობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია”. – წერია დაჯილდოების ორგანიზატორების ოფიციალურ განცხადებაში.
წლევანდელი დაჯილდოების ლიდერი ბიონსეა, პოპ დივამ სხვადასხვა კატეგორიაში 9 ნომინაცია მიიღო, მეორე ადგილს 6-6 ნომინაციით ტეილორ სვიფტი და დუა ლიპა იყოფენ.
შარშანდელი გრემის ტრიუმფატორი და რეკორდსმენი ბილი აილიში გახდა, რომელმაც 5 ჯილდო მოიპოვა. ამერიკელი მომღერალი მთავარ კატეგორიებში გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია.