ორბელიანისა და ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

  • თბილისის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ ორბელიანისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ორბელიანის ქ. N29/36-ის მიმდებარედ დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

უწყების ცნობით, შეზღუდვა 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 08:00 საათამდე, ორბელიანის ქუჩიდან მტკვრის ქუჩის მიმართულებით მოძრაობაზე იმოქმედებს.

“სამუშაოების განმავლობაში, მძღოლები ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, შემდეგ კი გზას ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *