ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა

  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.

აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. არჩევნებში აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა. მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი მოქმედებდა. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო რუსეთში, კერძოდ, მოსკოვსა და ჩერკესკში.

ინფორმაციისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ გუშინ ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *