- ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრს ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
ნიკა მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ არ წასულა.
ნიკანორ მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს თავად მიმართა. მაშინ, მან ბრიფინგზ განაცხადა: „პირადად მე, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“.