- ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო (გაემარჯვა ამ პრინციპებს) ეს პრინციპები, მაგრამ მივიღე ყრუ კედელი. შეიქმნა მოჯადოებული წრე და ამ მანკიერ წრეში დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე – მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.