- “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობა გამოაცხადეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.
ინფორმაციისთვის: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა გუშინ დაიწყეს. მათ დღეს თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. მათი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.