მსუბუქი ავტომანქანებისათვის რიკოთზე გადაადგილების საათები იზრდება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება.

ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ:

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *