- ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს, – ამის შესახებ ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის სამძიმრის ტექსტში.
“დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ უმძიმეს წუთებში“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.
ინფორმაციისთვის: ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.