- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.