- თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს კვლავ უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
“აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 20-21 აპრილს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.
მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 21 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. 20 აპრილის 23:00 საათიდან 21 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.
გარდა ამისა, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.