ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  • უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“29 იანვრის 23:00 საათიდან 31 მარტის ჩათვლით, ავტომობილების გადაადგილება ალექსიძის ქ. N5 და N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად შეიზღუდება, რის გამოც უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას ლევან ალექსიძის ქუჩის გამოყენებით ვეღარ შეძლებენ.

შეზღუდვის პერიოდში მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩიდან პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *