- გამოცხადდა 2023 წლის საგრანტო კონკურსი “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია, აგრეთვე, პროგრამის ზემოაღნიშნული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერა.