კონგრესის სხდომაზე ოფიციალურად დამტკიცდა ბაიდენის გამარჯვება

  • აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლის შემდეგ კონგრესის სხდომაზე ოფიციალურად დამტკიცდა, რომ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ჯო ბაიდენმა, გაიმარჯვა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ახლა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

7 იანვრის ეს პროცედურა ბოლო ეტაპია პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის და ვიცეპრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისის არჩევის პროცესში, რომლების ინაუგურაცია მოხდება 20 იანვარს.

ბაიდენმა მოიპოვა საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა, ხოლო დონალდ ტრამპმა – 232.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *