კოვიდინფიცირებულებისთვის რეგისტრაციის ახალი პორტალი ამოქმედდა

  • ორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მოქალაქეებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად სპეციალურად შექმნილ პორტალზე – https://er.moh.gov.ge/ შეეძლებათ დარეგისტრირება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული ინფორმაციას 112 დაამუშავებს და შემდგომი მონიტორინგისთვის ოჯახის ექიმს გადასცემს.

პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *